ხვალ, 27 იანვარს, შიდა ქართლის გუბერნატორი ვლადიმერ ვარძელაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი ნინოობის ბრწყინვალე დღესასწაულს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა დევნილ ნინოს მიულოცავენ. ადგილობრივი ხელიუფლების საჩუქარს ის დევნილები მიიღებენ, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დევნილებს ოჯახებში ესტუმრებიან და პროდუქტს გადასცემენ. სასაჩუქრე პაკეტს სულ 150-მდე დევნილი ნინო მიიღებს.
დევნილთათვის ნინოობის მისალოცად გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალური პროგრამების მუხლიდან 2663 ლარი გამოიყო. ეს უკვე მეორე ამანათია ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. პირველი დახმარება პროდუქტების ამანათის სახით საახალწლოდ მიიღო ყველა დევნილმა ოჯახმა. ასევე ყველა ოჯახისთვის ანალოგიური დახმრება იგეგმება აღგომის დღესასწაულისთვისაც.