პროფსასწავლებლებში საქართველოს მოქალაქეების გადამზადების მეორე ტალღა პირველ ივლისს დასრულდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა, იმ ადამიანებს ვისაც სამსახურის პოვნა და ახალი პროფესიების სეძენა სურს შესაძლებლობა აქვთ განათლების სამინისტროს სპეციალურ ოფისებში მივიდნე, 1 ივლისამდე გაიარონ რეგისტრაცია, აიღოს 1000 ლარიანი ვაუჩერი და სასაურველი პროფესია შეიძინონ.
"დაიწყო მეორე ტალღა სპეციალური დაფინანსების პროგრამის რომელიც ჩვენ წელს დავნერგეთ. ეს ეხება პროფსასწავლებელების გადამზადების კურსებს. პირველი ტალღა განხორციელდა მარტ-აპრილში, ხოლო მეორე ტალღა პირველ ივლისს მთავრდება. მესამე ტალღა კი სექტემბერში დაიწყება.
ეს არის რეალურად ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც სამსახურს ეძებს, ვისაც უნდა რომ პროფესია შეიძინოს და გადამზადების კურსები გაიაროს. ამ ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ სპეციალურ ოფისებში, მიიღონ 1000 ლარიანი ვაუჩერი აირჩინონ ნებისმიერი პროფსასწავლებლები სადაც უნდათ რომ გადამზადდნენ.
ეს არის უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომელიც ჩვენ წელს დავნერგეთ წელს იმისათვის, რომ უმუშევრობა შევამციროთ და ახალი მუშახელი შევძინოთ ეკონომიკას.
1 ივლისამდე 1500 ვაუჩერი გაიცემა და ვისაც ეს ვაუჩერი არ შეხვდება ის იქნება ლოდინის რეჟიმში და ანალოგიური ვაუჩერები მათზე სექტემბერში გადანაწილდება",_ განაცხადა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობა მზადაა მზარდი მოთხოვნის ფონზე პროგრამის დაფინანსება გაზარდოს, როგორც ნიკა გილაური განმარტავს გადამზადების კურსების კურსდამთავრებულებმა სასახური პირველივე თვეში იპოვეს, საუბარია 60-70 პროცენტზე, რომლებმაც სამსახური იმავე თვეში იპოვეს.