ხარკოვის კიევის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი იულია ტიმოშენკოსათვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, იმისათვის რათა განისაზღვროს შეძლებს თუ არა ექს-პრემიერი მის წინააღმდეგ აღძრული მეორე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღებას. ეს განცხადება ტიმოშენკოს პარტიის ხაკოვის გაყოფილების პრესმდივნმა იულია გერმანოვამ გააკეთა.
სასამართლოს მომდევნო სხდომა სასამართლომ 10 ივლისისათვის დანიშნა.
"სასამართლომ ექსპერტიზა დანიშნა. მომავალი სხდომა 10 ივლისს 10:00 საათზე გაიმართება",_ განაცხადა გერმანოვამ სასამართლო დარბაზში ყოფნისას. თავად იულია ტიმოშენკო სასამართლოს სხდომას არ ესწრებოდა.
მან ადრევე დაწერა განცხადება იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლოში ყოფნა არ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის მეორე საქმე 15 წლის წინანდელ ამბებს ეხება, იმ დროს როდესაც იგი იმ დროისათვის უმსხვილეს უკრაინულ კორპორაცის "უკრაინის ერთიან ენერგეტიკულ სისტემებს" ედგა სათავეში.
გამოძიება ტიმოშენკოს ადანაშაულებს გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში და სახელმწიფო სახსრების დატაცების ორგანიზებაში.
ამჟამად იულია ტიმოშენკოს 2009 წელს რუსეთთან გაფორმებული გაზის კონტრაქტების გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მასალის გამოყენების პირობები