ერთიანი ეროვნული გამოცდებითვის ყველაფერი მზადაა. როგორც მთავრობის სდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, ერთიანი ეროვნული გამოცდები 28 ივნისს იწყება და გასტანს თითქმის ივლისის განმავლობაში.
"ერთიან ეროვნულ გამოცდებში დარეგისტრირებულია 28 ათასი აბიტურიენტი. გარდა ამისა, პარალელურად იწყება მასწავლებელთა სერთიფიცირების გამოცდები, სადაც 39 ათასი მასწავლებელია დარეგისტირებული", - განაცხადა გილაურმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განმარტებით, ერთიანი ერვონული გამოცდების პასუხები პირველად ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიაში, აგვისტოში გამოცხადდება.
"28 ივნისს, ჩვეულებრივ რეჟიმში, დიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები. 2 ივლისს დაიწყება სასერთიფიკაციო გამოცდები და 19 ივლისს მთლიანად დასრულდება საგამოცდო ციკლი. როგორც დავპირდით საზოგადოებას. აგვისტოს ბოლომდე გამოვაქეყნებთ საბოლოო შედეგებს, ადრე ეს პროცესი ხდებოდა ოქტომბერში და იყო საკმაოდ ბევრი ნერვიულობა", - განაცხადა შაშკინმა.