27 იანვარს, 11:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, საქართველოს კონსერვატიული პარტიისა და ხალხის პარტიის ლიდერები დაესწრებიან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიერ ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით აღვლენილ ლოცვას.
12:00 საათზე პარტიების ლიდერები, მხარდამჭერებთან ერთად, უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მეტროსადგურ "ისნიდან" "სამგორის" მიმართულებით მსვლელობას დაიწყებენ.