უბედური შემთხვევის შედეგად დარიალის ხეობაში 28 წლის მაია ქუცნიაშვილი დაიღუპა.
დაღუპული ყაზბეგში ექსპურსიაზე იმყოფებოდა. ფოტოების გადაღების დროს მას ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა.
ჩქარი დინების გამო მეგობრებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილის ცხედარი მდინარემ რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა. ამჟამად ქუცნიაშვილი ვლადიკავკასის პროზექტურაშია გადასვენებული.