"ქრისტიან-დემოკრატები" ბრიტანეთის "კონსერვატიული პარტიის" წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონფერენციის დასკვნითი შეხვედრა დღეს სასტუმრო „რადისონში" გაიმართა, სადაც საუბრის ძირითად თემას ეფექტური საარჩევნო კამპანიის წარმოება და სახელმწიფო მართვის სისტემები წარმოადგნდა
ქრისტიან-დემოკრატებს ბრიტანელმა "კონსერვატორებმა" საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და რჩევები მისცეს.
ქდმ-ს ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, პარტია ბრიტანელებთან საარჩევნო გამოცდილების გაზიარების მიზნით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.
„შეუძლებელია, მოგვადრეს ის მთავარი პრობლემები რასაც ქვია დასაქმება, სიღარიბის აღმოფხვრა ,თუ კი სახელმწიფო მართვის სისტემა არ იქნება ეფექტური, სწორედ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ ბრიტანეთის მმართველი პოლიტიკური პარტიის, კონსერვატორების წარმომადგენლებთან ერთად და ვიზიარებთ გამოცდილებას ასევე ვაპირებთ რომ ეს მუშაობა უკვე ორი კვირის შემდეგ გავაგრძელოთ ლონდონში მათთან ერთად. საბოლოოდ კი ეს საქმიანობა მოიტანს იმ შედეგს, რომ ჩვენ გვექნება ამ მიმართულებით კარგად გააზრებული, მწყობრად ჩამოყალიბებული, საქართველოს პრობლემებზე ორიენტირებული და საერთაშორისო გამცოდილებას ნაზიარება, ძალიან საინტერესო საარჩევნო პროგრამა." განაცხადა გიორგი თარგამაძემ.