პორტუგალიის ნაკრებისა და „ბენფიკას" ყოფილი თავდამსხმელი ეუსებიო, შაბათს ღამით ავად გახდა რის შემდეგაც პოზნანის საავადმყოფოში მოათავსეს. 70 წლის ეუსებიო ოპალენიკაში ყოფნის დროს, თავს კარგად ვერ გრძნობდა.
პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეროვნული ნაკრების ელჩი ოპალენიკის სასტუმროში ნაკრებთან ერთად ყოფნის დროს, თავს ცუდად გრძნობდა.
„თავდაპირველი დაკვირვებისა და ლისაბონში მყოფ პირად ექიმთან დაკავშირების შემდეგ, ეუსებიო შემდგომი გამოკვლევების ჩასატარებლად სასწრაფოდ პოზნანის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეუსებიო, რომელმაც 5 წლის წინ შესაძლო ინსულტის თავიდან აცილების მიზნით, სამშობლოში გულის ოპერაცია გადაიტანა, გასული წლის დეკემბერში ბრონქიალურ პნევმონიას მკურნალობდა, რის გამოც მას შემდეგ რამდენჯერმე მოათავსეს საავადმყოფოში.