აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში მოკლულ ბექა ზარდიაშვილის ცხედარს საქართველოში 28 ივნისს ჩამოასვენებენ. 27 ივნისს კი თბილისში მისი მშობლები ჩამოვლენ.
ბექა ზარდიაშვილის ახლობლების განცხადებით, მშობლებს გარდაცვლილის ცხედრის ნახვის შესაძლებლობა ამ დრომდე არ მისცემიათ.
შეგახსენებთ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის ზამანი ლოუსონია სამართალადამცველებმა მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. იგი გარდაცვლილის ბექა ზარდიაშვილის თანამშრომელი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ბალტიმორის პოლიციის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ბექა ზარდიაშვილს დანით სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის ერთი კისერში, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.