საქართველო-თურქეთის საზღვართან გუშინ გაჩენილი ხანძარი უკივე ლიკვიდირებულია. სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ სამხედრო და სამოქალაქო პირები.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად მწყემსების დაუდევრობა სახელდება.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, საქართველოს საზღვრიდან 700 მეტრის დაშორებით კერძოდ, არდაღანის პროვინციაში ფოცხოვის რაიონში ტყეს ცეცხლი გუშინ მოედო.