საქართველოს საზღვრიდან 700 მეტრის დაშორებით კერძოდ , არდაღანის პროვინციაში ფოცხოვის რაიონში ტყე იწვის, _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა და გამომწვევ მიზეზებად სავარაუდოდ მწყემსების დაუდევრობა სახელდება.
ცეცხლის ლოკალიზებას პირადად აკონტროლებს, არდაღანის პროვინციის გუბერნატორის სპეციალური წარმომადგენელი საჰინ ტაჰირი.
ხანძრის ლოკალიზებაში მონაწილეობენ სამხედრო და სამოქალაქო პირები.
მომხდართან დაკავშირებით,მიმდინარეობს გამოძიება.