ხვალ, 24 ივნისს, 13 საათზე, მულტი პულტის სამყაროს თეატრში პრემიერა გაიმართება. „წითელი, ყვითელი, მწვანე..." ასე ქვია ახალ საბავშვო სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა გოჩა ხვიჩიამ სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისა და მოზარდებისთვის დადგა.
„ყველა ჩვენგანის ვალია დავიცვათ პატარების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამ სპექტაკლით ვცდილობთ ყველა პატარას შევახსენოთ და გავაცნოთ საგზაო წესები და თეატრის ენით მივაწოდოთ ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების წესებზე. ჩვენი სპექტაკლი შემეცნებითი ხასიათისაა, რომელიც მხიარული ფორმით გადასცემს ცოდნას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მათი უსაფრთოხებისათვის..."- აცხადებს რეჟსიორი გოჩა ხვიჩია.
სპექტაკლს საგზაო წესებსა და საგზაო უსაფრთხოებაზე მულტი-პულტის სამყაროს თეატრი ერთი თვის განმავლობაში ამზადებდა. სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის პოეტმა და პროზაიკოსმა ირმა ლაცაბიძემ ახალი პიესა შექმნა. წარმოდგენა მხატვრულად გააფორმა მარიკა კვაჭაძემ. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ლაშა ფოფხაძე, თათია ბაქრაძე, ზუზუ კუცია და ოთო გიორგაძე.
მაშინ, როცა საბავშვო თეატრები სეზონებს ხურავენ, მულტი-პულტის სამყაროს თეატრი არდადეგებზე იწვევს მაყურებელს ახალ შემეცნებით სპექტაკლზე.