არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის'' ორგანიზებით ქალაქ ქუთაისში ადგილობრივი ადვოკატებისთვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა.
,,სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი სამართალწარმოებაში" - ასეთი იყო ტრენინგის თემა, რომლის ფარგლებშიც ადვოკატებმა ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებები მოისმინეს და პრაქტიკული რჩევები მიიღეს.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლის" მიზანია, ამ ტიპის შეხვედრებით ხელი შეუწყოს რეგიონში მომუშავე ადვოკატების პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებას. ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დანერგვის ხელშეწყობას.
პროექტი "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დანერგვის ხელშეწყობა" ფონდის "ეროვნული წვლილი დემოკრატიაში" (NED) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შემდეგი შეხვედრები ადვოკატებთან თელავში, ბათუმსა და ახალციხეში გაიმართება.