პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა სირიის ახალი მთავრობის ფორმირება მოახდინა, თუმცა საკვანძო თანამდებობებზე ძველი მინისტრები დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ მთავრობაში შევიდნენ ძველი - თავდაცვის, შს საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის მინისტრად რაუდ რაჯის დანიშვნამ გაფანტა ეჭვები იმის შესახებ, რომ იგი ოპოზიციის წარმომადგებლების მიერ იყო მოკლული.
შეგახსენებთ, რომ სირიაში უკვე წელიწადზე მეტია ანტისამთავრობო პროტესტები არ წყდება. ინფორმაცია ახალი შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ რეგულარულად ვრცელდება.