ხვალ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II წმინდა ნინოს ხსენების დღესთან დაკავშირებით 500 ბავშვს მონათლავს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოს პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში, 16:00 საათზე გაიმართება.
ეს პატრიარქის მიერ ბავშვების რიგით მეათე ნათლობაა. პატარებს საჩუქრად სახარება, ჯვრები და ნათლობის სიგელი გადაეცემათ. დღეისათვის კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული 4480 ბავშვია. ისინი ჯვარდაწერილი მეუღლეების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან.