„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები, სამეგრელოში შეხვედრებს განაგრძობენ. გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი სენაკში ყოფილ პროფსასწავლებლის შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ. მოძრაობის ლიდერები დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობებს გაეცნენ და მათ ადგილობრივ პრობლემებზე ესაუბრნენ.
როგოროც გიორგი თარგამაძემ განაცხადა , ადგილობრივებისათვის ყველაზე სერიოზულ პრობლემას წყალგაყვანილობის სისტემის არარსებობა, გაზიფიცირება და ანტისანიტარია წარმოადგენს.
„ტენდერი ჩატარდა, სახელმწიფომ გამოყო ისედაც მწირი, მარგამ მაინც საჭირო რაოდენობა ფინანსებისა. შედეგად კი მივიღეთ სურათი, როდესაც ზედაპირულად გარეგნულად შენობები არის შეღებილი. ამ ხალხს აქვთ ელემენტარული პრობლემები რომელიც უკავშირედება წყალმომარაგებას, არ არის გარემონტებული სადარბაზოები, ფეკალურ მასებზე დგას ფაქტობრივად რამდენიმე კორპუსი , რაც უმძიმეს სანიტარულ მდგომარეოაბში ამყოფებს აქ მცხოვრებ ოჯახებს, გაზიფიცირებაზე საერთოდ საუბარი აღარ არის" განაცხადა გიორგი თარგამაძემ
პარტიის ლიდერები მათ პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდნენ.