.,,გლობალ ტვ"- ამ დროისთვის თავის მომსახურებას აგრძელებს, თუმცა სატელევიზიო ანტენების დამონტაჟების პროცესი შეჩერებულია, რის გამოც კომპანიის 800 თანამშრომელი უმუშევარი დარჩა, _ განაცხადა ჟურნალისტებთან გლობალ ტვ"-ის ხელმძღვანელმა ზურაბ ბაზილაძემ, რომელიც დიპლომატებთან შეხვედრას ესწრებოდა.
,,ჩვენ დღეისთვის მომსახურებას ვაგრძელებთ, მაგრამ ვეღარ ვაგრძელებთ ანტენების მონტაჟს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვეღარ ვახორციელებთ ჩვენი მომსახურების ქსელს. ხდება ჩვენი საქმიანობის შეზღუდვა და ხდება იმ მომხმარებლების ინტერესების დარღვევა, რომლებიც ელოდებობნენ ამ პროექტს, რათა მიეღოთ სხვადასხ განაცხადა ჟურნალისტებთან ზურაბ ბაზილაძემ. M
მისივე თქმით, კომპანიას საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა.
,, ზარალი, საკმაოდ დიდია, ჯერჯერობით ითვლება. ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, რომ დღეს სამუშაოდ ვერ გავიდა დაახლოებით 800 ადამიანი, რომელსაც მონტაჟი უნდა გაეგრძელებინა. Eეს 8000 კაცი ხელფასს გამომუშავებით ღებულობდა და დღეს ისინი, ფაქტობრივად, უმუშევრები არიან", - განაცხადა ჟურნალისტებთან ,,გლობალ ტვ"-ის ხელმძღვანელმა ზურაბ ბაზილაძემ და აღნიშნა, რომ დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები ტელევიზიის ირგვლივ შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმირებულები იყვნენ.
,,ერთ-ერთი თემა დიპლომატებთან შეხვედრისას ,,გლობალ ტვ"-ის საკითხი იყო.. ბატონმა ბიძინამ გააკეთა ინფორმაცია, რომ რაღაცა მიზეზების გამო ხდება ჩვენი სახელის მასთან დაკავშირება, გაამახვილა ყურადღება იმ სირთულეებზე, პრობლემებზე რაც ბოლო პერიოდში ჩვენ კომპანიას შეექმნა. სასიამოვნო ის არის, რომ დიპლომატიური კორპუსი ყოველივეს შესახებ თავიდან ბოლომდე ინფორმირებული იყო, მათ დამატებითი კითხვებიც არ გასჩენიათ ჩვენთან. მიზანი მიღწეულია ისინი არიან საქმის კურსში ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც ,,გლობალ ტვ"-ის გარშემოა.", - განაცხადა ჟურნალისტებთან გლობალ ტვ"-ის ხელმძღვანელმა ზურაბ ბაზილაძემ.