საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც კულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ განაცხადა, ტაძარი დასრულების ფაზაშია, რეკონსტრუქციის მეოთხე ეტაპზე.
"ახლა არის მომენტი, გავფანტოთ ყველა ის მითქმა-მოთქმა, რომელიც ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაციას, პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობას, ხშირ შემთხვევაში კი არაკომპეტენტურობას წარმოადგენს. არსებობს ძალები, რომლებსაც უნდათ, რომ ნებისმიერი მიზეზით საზოგადოებაში განხეთქილება ჩამოვარდეს. მათ სურთ, რომ მოახდინონ ნებისმიერი თემის პოლიტიზირება", - განაცხადა რურუამ.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, ბაგრატის ტაძრი არამ ხოლოდ ვიზუალურად, არამედ ფაქტობრივ მასალებზე დაყრდნობით ძეგლი ნანგრევი იყო, კატასტროფულ მდგომარეობაში თითოეული კედელი გადახრილ-გადმოხრილი. გარდაუვალი და აუცილებელი იყო რეკონსტრუქციის დაწყება, დანგრეული ქსოვილის მოქარგვა და გამაგრების პროცესი.
ბაგრატის ტაძრი თავდაპირველად სეისმური ტექნიკურობა 6 ბალს უძლებდა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს შესვლის დროს გაუთანაბრდა -0. დღეს უკვე შეიძლება ვისაუბროთ 8 ბალიან სეისმურ გამძლეობაზე.
რეკონსტრუქციის შესახებ ყველა მონახაზი არის ბალანსში ძველსა და ახალს შორის.
ბაგრატის ტაძართან აშენდება მუზეუმი , სადაც სრულად იქნება წარმოდგენილი იქ აღმოჩენილი მასალა. ხაზი გაესმევა ეკლესიის დანიშნულებას და იმ წმინდა ნივთებს, რაც ტაძარში აღმოაჩინეს. მუზეუმში შესასვლელი იქნება დამოუკიდებელი, ეკლესიასთან არავითარ კავშირში-განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა.
იტალიელმა რესტავრატორმა, იუნესკოს მნიშვნელოვანი და მასტაბური პროექტების ავტორმა და კონსულტანტმა ანდრეა ბრუნომ განაცხადა, ბაგრატის ტაძარი საუკუნეების მანძილზე იყო სიმბოლო ქვაკუთხედი საქართველოს ეროვნულობის. ამბიცია არის ის რომ ბაგრატის რეკონსტრუქციით წარმოვადგინოთ საქართველოს ისტორია. ნანგრევის აღდგენის ერთადერთი მიზანია ტაძარს დაუბრუნდეს ფუნქცია. იუნესკოს კრიტერიუმები არა მატერიალურ არამედ სულიერ ღირებულებას ემყარენბა. ძეგლის ყველა უფლება აქვს შედიოდეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებში.
ბაგრატის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. სამუშაოების შეჩერება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოითხოვა.
1994 წელს ბაგრატის ტაძარი შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.