პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, თუკი რელობაში აისახება, ცხადია კარგია, _ განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ დავით ბაქრაძის განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ყველა ადამინს ალტერნატიული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
,,საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით რასაც აკეთებს და რა ნაბიჯებსაც დგამს ყველანი გუშინ ამის მოწმენი გავხდით, თუმცა ის განცხადება, რაც დავით ბაქრაძემ გააკეთა, ეს არის კარგი თუკი ის რეალობაში აისახება და განცხადებად არ დარჩება, ვგულისხმობ, ისმას, რომ ყველა არხს განსაკურებით იმ არხებს, რომლებიც ალტერნატიულ ინფორმაციას აწვდიან მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება დედაქალაქშიც და რეგიონებშიც ამ არხებს უყუროს", - განაცხადა დოლიძემ.
შეგასენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, მუშაობა ახალ კანონპროექტზე მიმდინარეობს რომლის თანახმად, საარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სატელევიზიო არხს მიეცემა შესაძლებლობა უფრო მეტ ამომრჩეველს, საზოგადოების ნაწილს მიაწოდოს ხმა და სატელევიზიო არხების დაფარვის ზონა გაიზარდოს.