"ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, ქართული კანონმდებლობა უკვე აწესებს ძალიან მაღალ სტანდარტს თავისუფლების, ინფორმაციის ხელმისაწვროდობის, მაგრამ ჩვენი სურვილი და ამოცანაა, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს სტანდარტი და ქართული დემოკრატია იყოს მუდმივად პოზიტიურად განვითარებადი ისტორია", - ამის შესახებ საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივეე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ახალ საკანონმდებლო გარანტიებზე და ახალ ინიციატივებზე, რომლის მიხედვითაც საარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა სატელევიზიო არხს მიეცემა საშუალება უფრო მეტ ამორჩეველს, საზოგადოების უფრო დიდ ნაწილს მიაწვდინოს ხმა და სატელევიზიო არხების დაფარვის ზონა გაიზარდოს.
"უფრო კონკრეტულად ეს გულისხმობს წინადადებებს, რომ საარჩევნო პერიოდში მოხდეს ყველა სატელევიზიო არხის გადაცემა ყველა საკაბელო ქსელის მეშვეობით. ეს შეეხება ყველა სატელევიზიო არხს და ეს იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს მეტი ინფორმაცია, ჩვენს მოსახლეობას საშუალება ჰქონდეს მოუსმინოს ყველანაირ განსხვავებულ აზრს მისაღებ თუ მიუღებელს და საბოლოო ჯამში ეს ემსახურება არჩევნების ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებას", - განაცხადა ბაქრაძემ
პარლამერტის თავმჯდომარის თქმით, შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რატომ საარჩევნო პერიოდში, "პასუხი არის ძალიან მარტივი, ზოგადად საკაბელო მაუწყებელს და სატელევიზიო მაუწყებელს შორის ნებისმიერი მოლაპარაკება ეს არის კერძო კომერციული მოლაპარაკება".
"ეს არის ორი კერძო ბიზნეს სუბიექტის ერთმანეთთან მოლაპარაკება, რა პირობებით და რა ფასად მოხდება ამა თუ იმ არხის ჩართვა ამა თუ იმ კაბელში, ამიტომ სახელმწიფო ბუნებრივია კერძო ბიზნეს ურთიერთობებში მინიმალურად უნდა ერეოდეს, მაგრამ საარჩევნოდ პერიოდი ძალკიან სპეციფიურია თავისი შინაარსით, ეს არის პერიოდი, როდესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ინფორმირებულობას და ინფორმაციის თავისუფლებას", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე განმარტებიით, სწორედ აღნიშნული მიზეზით კეთდება გამონაკლისი.
"სწორედ ამიტომ საარჩევნო პერიოდში ჩვენ შესაძლებლად და მიზანშეწონილად გვესახება, გავაკეთოთ გამონაკლისი და ამ პერიოდში დავავალდებულოთ საკაბელო მაუწყებლები და ტელევიზიები მიაღწიონ შეთანხმებას იმ მიზნით, რომ ამ დავალდებულებით მოიგოს ჩვენმა ამომრჩეველმა, რომელსაც ექნება უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება", - აცხადებს ბაქრაძე.
პარლამეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ასეთი პრეცენდენტი უკვე არსებობს, უფასო სატელევიზიო რეკლამის სახით.
"მოგეხსენაებათ ტელევიზიისთვის რეკლამა ჩვეულებრივი ფასიანი ბიზნესია, მაგრამ საარჩევნო პერიოდში კანონით ჩვენი ტელევიზიები ვალდებულები არიან გადასცენ მონაწილე პარტიების უფასო რეკლამა. ესეც კეთდება სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკოსებს და ხალხს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალიას მოსმენის საშუალება, ამიტომ ამ პრეცენდენტის გაგრძელებაა ის რაზეც ვსაუბრობ, თუმცა ბევრად უფრო მასშტაბური, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხალხს ექნება არა ცალკელული პოლიტიკოსების ან პარტიების, არამედ მტელი სატელევიზიო არხევბის წვდომისა და ნახვის საშუალება. ამიტომ ეს შეეხება საარჩევნო პერიოდს, პერიოდს როდესაც ინფორმაციული განხსნილობა არის ძალიან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ჩვენი სურვილი და მოტივაცია ამ ინიციატივაზე მუშაობის დროს გახლავთ ის, რომ ქართული საინფორმაციო სივრცე იყოს მთლიანად გახსნილი, ყველა სატელევიზიო არხს და ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს ხალხთან საკუთარი სათქმელის მიტანის საშუალება და რაც მთავარია, ქართველ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი, ღირსეული არჩევანის გაკეთების საშუალება. Aარჩევანის, რომეელიც დგას თავისუფლებაზე და არა შეღუყდვაზე, სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ამ ინიციატივაზე და უახლოს დღეებში სრულიად კონკრეტულ ინიციატივას იხილავს ქართული საზოგადოება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.