სასაზღვრო პოლიციას ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამასახურის ,,დაუგავპილის" საბჭოს უფროსის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ივარი რუსკულისი და ცენტრალური საბჭოს სისხლის სამართლის დანაშაულის საგამოძიებო საბჭოს უფროსი, მაიორი ედგარს კოლნეჟსი ეწვია.
დელეგაცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ოფიციალურმა პირებმა მიიღეს.
ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის სასაზღვრო უწყების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
დღესვე ლატვიელი კოლეგები გამართავენ შეხვედრებს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, კონტრტერორისტული და შსს აკადემიის წარმომადგენლებთან. ასევე სტუმრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ,,ძველი თბილისის" სამმართველოს დაათვალიერებენ. ლატვიელი მესაზღვრეები საქართველოს 22 ივნისს დატოვებენ.
მასალის გამოყენების პირობები