ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის,, წევრი ჯონდი ბაღათურია დარწმუნებულია, რომ საპატრულო პოლიციელების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და მათ სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ განცხადება მან პარლამენტის Dდღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
დეპუტატის განცხადებით, ,,კრიმინალური რეჟიმის,, სამსახურში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები არიან, რომელთა თანამდებობრივი თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
,,პოლიციაში ძალიან ბევრი პატიოსანი ადამიანი მუშაობს, რომელთაც არ მოსწონთ პრეზიდენტისა და მთავრობის კრიმინალური მოქმედებები. ამიტომ სოლიდარობას ვუცხდებთ ყველას, რომლებიც პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. ყველას, ვინც იქ დარჩენილია მოვუწოდებთ, გააგრძელონ მუშაობა სახელმწიფოსა და კანონის დასაცავად. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მუჭა, თითზე ჩამოსთვლელი ადამიანები არიან კრიმინალური რეჟიმის სამსახურში, რომლებსაც შემდგომში თანამდებობრივი თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. დანარჩენების ვაჟკაცობას კიდევ ერთხელ მივესალმებით", - აღნიშნა ბაღათურიამ.
შეგახსენებთ, საპატრულო პოლიციაში როტაცია განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის მაის-ივნისში როტაცია 150 პოლიციელს შეეხო. 32-მა ყოფილმა პოლიციელმაუარი თქვა შეთავაზებულ სამსახურებრივ როტაციაზე და სამსახური დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით დაითხოვეს, რასაც შინაგან საქმეთა უწყება საფუძველს მოკლებულს უწოდებს.