"დემოკრატიული მოძრაობა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, რამაზ შენგელიას გარდაცვალების გამო. ბატონი რამაზი გახლდათ - „ოქროს დინამოს" პერიოდის საბჭოთა კავშირისა და ევროპის N 1 თავდამსხმელი, რომლის გარეშეც ქართული ფეხბურთის ნამდვილი ტრიუმფები წარმოუდგენელი იქნებოდა. ქართველმა და საბჭოთა გულშემატკივარმა მას მეტსახელად „ადამიანი - გოლი" შეარქვა.
მეტად სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი დიდი ფეხბურთელი დააკლდა საქართველოს.
„დემოკრატიული მოძრაობა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ბატონი რამაზ სენგელიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.