ივნისში ამერიკის სახმელეთო ძალების ინფექციურ დაავადებათა კვლევითი ინსტიტუტისა (USAMRIID) და უოლლტერ რიდის სახმელეთო ძალების კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) მიერ, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩატარდა სწავლება ვექტორებზე ზედამხედველობის მიზნით.
ამასთან დაკავშირებით, 4-15 ივნისს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტები იმყოფებოდნენ აღნიშნულ რეგიონებში, სადაც პროექტის ფარგლებში აგროვებდნენ ტკიპებისა და მინდვრის თაგვების ნიმუშებს. წერტილოვან ცხელებაზე, ტულარემიასა და ყირიმ-კონგოს დაავადებებზე გამოკვლევის მიზნით, შეგროვებული ნიმუშები გამოკვლეული იქნა მყისიერი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (RT-PCR).