ცნობილი ქართველი პოეტის მუხრან მაჭავარიანის იუბილე საჩხერის შემდეგ, ქუთაისში აღნიშნეს.
საღამო ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ ლიტერატურული კომპოზიცია "დუმილი რეკავს" დადგა.
კომპოზიციის დასრულების შემდეგ, მუხრან მაჭავარიანი სცენაზე ავიდა, ქუთაისთან დაკავშირებული მოგონებები გაიხსენა და საკუთარი ლექსები წაიკითხა.