"ალდაგი" პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელიც დაარსდა 1990 წელს და მას შემდეგ ლიდერის პოზიციაზეა. 2006 წლის ბოლოს "ალდაგი"-ს აქციების 100% სადაზღვევო კომპანია "ბისიაი"-მ შეიძინა. "ბისიაი" 1998 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია გახლდათ.
2005 წელს ორივე კომპანიამ მნიშვნელოვანი შესყიდვა განახორციელა: "ალდაგი"-მ შეიძინა სადაზღვევო კომპანია "სელბი", ხოლო "ბისიაი"-მ - "ევროპეისი".
2007 წელს ორი კომპანია გაერთიანდა და ბაზარზე ყველაზე მსხვილი კომპანია გაჩნდა.
2011 წელს ალდაგმა მნიშვნელოვანი ფინანსური გარიგებები განახორციელა. მან სადაზღვევო კომპანია პარტნიორის სადაზღვევო პორტფელი შეიძინა, ალდაგის შვილობილი კომპანია „ჩემი ოჯახის კლინიკა" კი ბლოკ ჯორჯიას აქტივების 100%-ის მფლობელი გახდა.
2012 წლის მაისში სადაზღვევო კომპანია ალდაგი იმედი ელის აქციების 98.5%-ის მფლობელი გახდა.
ალდაგის და იმედი ელის გაერთიანების შედეგად ალდაგის კაპიტალის ოდენობამ 77 მილიონ ლარს გადააჭარბა და სადაზღვევო ბაზარზე ყველაზე დიდი კაპიტალის მქონე კომპანია გახდა, რაც მისი კლიენტების კიდევ უფრო მეტი სტაბილურობისა და მომსახურების მაღალი ხარისხის გარანტი იქნება.