საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ფრიდონ ასლანიკაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის მრჩეველთა საბჭოს წევრად მიიწვიეს. მრჩეველთა საბჭოს მთავარი ამოცანა სტატისტიკური მეთოდოლოგიების განახლება და მოდერნიზაცია წარმოადგენს.
სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა ქ. ვაშინგტონში მიმდინარე წლის მაისში გაიმართა. შეხვედრის მიზანი ითვალისწინებდა სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკისა და ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მეთოდოლოგიების ჰარმონიზაციას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის მრჩეველთა საბჭო 14 ქვეყნისა (მათ შორის იაპონია, გაერთიანებული სამეფო, აშშ, შვეიცარია, დანია, კანადა და სხვა) და 8 საერთაშორისო ორგანიზაციის (მსოფლიო ბანკი, ევროსტატი, ეუთო და სხვა) ექსპერტებს აერთიანებს.