კუნძულ უტოიაზე დაღუპული თამთა ლიპარტელიანის ოჯახმა შესაძლოა ნორვეგიული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე პროკურორების ბოლო რეკომენდაციას გაითვალისწინებს, ბრეივიკს შეურაცხადად აღიარებს და მის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანას გადაწყვეტს.
ნორვეგიაში გამართულ 10 პროცესზე სასამართლომ ბრეივიკის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტის ორი ურთიერთგამომრიცხავი სამედიცინო დასკვნა მოისმინა. ფსიქიატრების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრეივიკი ჯანმრთელია, ნაწილის აზრით კი, ის შეურაცხადია. ბრეივიკის მიერ მოწყობილ ტერაქტებს ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანი ემსხვერპლა.