შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიციაში მიმდინარე როტაციაზე განცხადებას აქვეყნებს. განცხადებას ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ.
საპატრულო პოლიციაში რუტინული როტაციისათვის პოლიტიკური სარჩულის ძიების მცდელობა საფუძველს მოკლებული და გაუგებარია.
როტაცია ანუ სხვადასხვა რგოლის და რანგის პოლიციელების პერიოდული გეოგრაფიული და სამსახურეობრივი გადანაწილება, მუშაობის ეფექტურობის ზრდას ისახავს მიზნად; სამსახურეობრივი გადანაწილებები აგრეთვე ახალი კადრების მიღების და ადგილზე ტრეინინგის შესაძლებლობაა. საპატრულო და კრიმინალურ პოლიციაში მსგავსი პრაქტიკა პოლიციის რეფორმის პირველივე წლებში დამკვიდრდა და რეგულარულ ხასიათს ატარებს.
2011 წლის მაისს-ივნისში როტაცია საპატრულო პოლიციაში შეეხო 194, ხოლო 2012 წლის მაისს-ივნისში -150 პოლიციელს.
სახაზო საპატრულო პოლიციიდან 35 თანმშრომელი გადავიდა მეტროპოლიტენის სამმართველოში, ხოლო იქიდან 20 - სახაზო სამმართველოში. დაინიშნა პოლიციის აკადემიის 8 ახალი კურსდამთავრებული. 32-მა ამჟამად უკვე ყოფილმა პოლიციელმა უარი თქვა შეთავაზებულ სამსახურეობრივ როტაციაზე და დატოვა სამსახური", _ ნათქვამია შსს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.