ესპანეთში საქართველოს 54 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებს ბრალად კრიმილური დაჯგუფების წევრობა ედებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, კრიმილალური დაჯგუფება 14 ქალაქში მოქმედებდა. ისინი ძირითადად საცხოვრებელ ბინებს ძარცვავდნენ.
შეგახსენებთ, ადგილობრივი პოლიცია სულ 31 ძარცვის საქმეს იძიებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს იმ კრიმინალურ დაჯგუფებებთანაც ჰქონდათ კავშირი, რომლებიც სამართალდამცავებმა ზამთარში ჩატარებული ორი სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.