საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-მა მსოფლიოს 15 უმსხვილეს ბანკს საკრედიტო რეიტინგი შეუმცირა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, რეიტინგი შეუმცირდათ ისეთ ბანკებს, როგორებიც არიან Goldman Sachs, Barclays, Citigroup, HSBC და Deutsche Bank.
შეგახსენებთ, რომ მაისში Moody's-მა საკრედიტო რეიტინგი 16 ესპანურ და 26 იტალიურ ბანკსაც შეუმცირა.