ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ კომპანია Apple-ი, ქვეყნის მოსახლეობის მოტყუებისთვის, 2,5 მლნ დოლარით დააჯარიმა. იმავდროულად კომპანიას სასამართლო ხარჯის 300 ათასი დოლარის გადახდაც მოუწევს.
სარჩელის თანახმად, Apple-ი იუწყებოდა, რომ ავსრტალიაში Ipad-ი 4G-ზე თავისუფლად იმუშავებდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგანაც 4G-ზე მუშაობა ქვეყანაში რამდენიმე პრობლემის გადაწყვეტაზე იყო დამოკიდებული. სასამართლომ დაადგინა, რომ Apple-მა ავსტრალიელი მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა და შესაბამისად მასზე ფინანსური სანქციებიც გაატარა.