ევროკავშირში ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ავტომობილებზე მოთხოვნა ბოლო 8 თვეა განუხრელად ეცემა.
ანალიტიკოსების გათვლებით ევროპაში ავტომობილების ბაზარი შესაძლოა 8-10 %-ით დაეცეს.
იანვარ-მაისში საფრანგეთში ავტომობილებზე მოთხოვნა 17-ით დაეცა, იტალიაში - 19 %-ით, საბერძნეთში კი 40 %-ით. შედარებით სტაბილურია გერმანიის ბაზარი, სადაც მოთხოვნა მხოლოდ 5 %-ითაა შემცირებული.