აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად პეტრას ციხის მიმდებარე სანაპიროზე წყალქვეშა არქეოლოგიური გათხრების საწარმოებლად არქეოლოგიური დაზვერვის სამუშაო მოინახულა, რომელშიც 17 პოლონელი სპეციალისტი ღებულობს მონაწილეობას.
ექსპედიციის მიზანია უძველესი ქალაქის ნანგრევების აღმოჩენა, რომელიც არქეოლოგთა აზრით, პეტრას ციხის გარშემო იყო გაშენებული. ასევე, არქეოლოგთა ერთმა ჯგუფმა დაიწყო გონიოს ციხის შიდა ტერიტორიაზე გეოფიზიკური სამუშაოს ჩატარება, რომლის მიზანია გათხრების გარეშე იმ არქეოლოგიური ნაშთების მოკვლევა.
ქართულ-პოლონური ექსპედიცია ფიჭვნარის, გონიოსა და პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.