საქართველოს მთავარობა აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში მოკლული, საქართველოს მოქალაქის, ბექა ზარდიაშვილის ოჯახს ცხედრის გადმოსვენებაში დაეხმარება.
შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებები დღეს დაიწყება.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბალტიმორში იმყოფებიან ბექა ზარდიაშვილის ოჯახის წევრები და მისი რამდენიმე მეგობარი.
შეგახსენებთ, რომ ბექა ზარდიაშვილი, რომელიც აშშ-ში ოჯახთან ერთად "მწვანე ბარათის" მიღების შემდეგ ცხოვრობდა და ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობდა მოკლული იპოვეს.
გავცელებული ინფორმაციით, იგი შელაპარაკების ნიადაგზე თავისმა კოლეგამ მოკლა, რომელთანაც ერთად ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.