დღეს, 22 ივნისს, 20:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ მარიამ გეგეჭკორი - სოპრანო, რომაულდ ბალე-ბაზი - გიტარა, სილვენ ნოელი - ფორტეპიანო.
მარიამ გეგეჭკორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ტულუზის მუსიკისა და ცეკვის უმაღლესი სასწავლო ცენტრის, პარიზის მუსიკისა და ცეკვის უმაღლესი კონსერვატორიის კურსდამთავრებული, უამრავი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია ("ვაგნერის ხმები" ბაიროითში, ტულუზის საერთაშორისო კონკურსი).