თამარაშვილის ქუჩაზე, ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო ადგილას ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. გრანდიოზული პროექტის მშენებლობას ჰოლანდიის განვითარების ბანკი (FMO) და საქართველოს ბანკი აფინანსებენ. აღნიშნული მშენებლობა თბილიის მერიის პროექტ „ძველი თბილისის ახალ სიცოცხლის" მესამე ეტაპში მონაწილეობს. მერიამ დეველოპერს 17 000 000 ლარის ოდენობის ადმინისტრაციული დაპირება უკვე გაუფორმა.
თბილისის მერიამ სამშენებლო კომპანიებსა და მოსახლეობას პროექტის მესამე ეტაპი ერთი წლის წინ შეთავაზა. მოდიფიცირებული პროექტი ფართომასშტაბიანია და ნებისმიერ სამშენებლოკომპანიას, რომელსაც ახალი მშენებლობის დაწყება ან შეჩერებულის დასრულება სურს, თბილისის მერია ადმინისტრაციულ დაპირებას უფორმებს. დაპირების თანახმად მერია სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში ერთ კვადრატულ მეტრს 400 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში შეისყიდის, რაც ნიშნავს, რომ დასრულებულ მშენებლობას გარანტირებული მყიდველი ეყოლება. პროექტის მესამე ეტაპისფარგლებში, თბილისის მერიამ 64 000000 აშშ დოლარის ოდენობის ადმინისტრაციული დაპირება 14 მენაშენეს უკვე გაუფორმა. სამშენებლო კომპანიებისთხოვნის გათვალისწინებითა და თბილისელების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მერიამ „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" მესამეეტაპის მოქმედების ვადა 2013 წლის 1 იანვრამდე გააგრძელა.
თამარაშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი დამოუკიდებელი 9 შენობისაგან შედგება, რომელიც განთავსებულია 15,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. კომპლექსს ექნება 6,000 კვ.მ. მოცულობის რეკრეაციული ზონა, სადაც მოეწყობა შიდა ეზო, საბავშვო მოედანი და სხვა სახის გასართობი ინფრასტრუქტურა. კომპლექსში განთავსდება 237 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი. ასევე, საცხოვრებელ კომპლექსში მცხოვრებნი 24 საათის განმავლობაში დაცვის, ეზოს დასუფთავებისა და გამწვანების მოვლის ინდივიდუალური სერვისებით ისარგებლებენ. თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დასრულდება.
ახალი საცხოვრებელი კომპლექსის პროექტს დღეს თბილისის მერი გიგი უგულავა ადგილზე გაეცნო, სამშენებლო სამუშაოები დათვალიერა და მშენებლობაზე მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.