ერთი საათია, რაც ,,ელიტა ბურჯში" პოლიციის დახლოებით 30 თანამშრომელი იმყოფება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიის წარმომადგენელმა ირაკლი გულიტაშვილმა განუცხადა პოლიციის თანამშრომლები შენობაში არავის უშვებენ და ამ დროსთვის კომპანიის თანამშრომლებს მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.
შეგახსენებთ, რომ კომპანია კომპანია "ელიტა ბურჯის" სახელი კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირა და ამ კომპანიის რესურსების გამოყენების მიზეზით კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი 11 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმეს.
ივანიშვილი ამ კომპანიის რესურსების გამოყენებით, "ქართული ოცნებისთვის" 239 ავტომობილის შეღავათებით მიქირავებაში დაადანაშაულეს, რაც კონტროლის პალატის მტკიცებით, ივანიშვილის საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა.