კამპანია ,,ეს შენ გეხება,, მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტტთან დაკავშირებით, 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი დააკმაყოფილა.
კამპანიის წევრმა ირაკლი მალაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ
ხელმოწერების შეგროვება სასწრაფოდ დაიწყება და იგი ივლისის დასაწყისში უნდა დასრულდეს.
მისი განცხადებით, ინიციატივის მთავარი მიზანია, ყველა რეგიონის მოსახლეობას ჰქონდეს ყველა მაუწყებლის მიღების საშუალება და არა აქვს მნიშვნელობა ამას ,,მასთ ქერი,, დაერქმევა თუ სხვა რამ.
,,მთავარია შევთანხმდეთ, რომ არსებობს პრობლემა რეგიონებში ყველა მაუწყებლის შესახებ და თუ ამ პრობლემის არსებობაზე ვთანხმდებით, უნდა შევთანხმდეთ როგორ გადაიჭრას იგი. ჩვენ ვთავაზობთ ე.წ. მასთ ქერის, მაგრამ არა გვაქვს აჩემებული ფორმულირება. პრობლემის გადასაჭრელად, ნებისნმიერი ფორმულირება ჩვენთვის მისაღები იქნება,, - აღნიშნა მელაშვილმა.
მისი თქმით, ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, ბიურომ უნდა გადაწყვიტოს, რამდენ ხანში განიხილავს პარლამენტი ცვლილებების კანონპროექტს.
მელაშვილის ინფორმაციით, მაუწყებლის სავალდებულო ტრანზიტტთან დაკავშირებით, ხელისუფლებაში არსებობს გარკვეული მზადყოფნა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ აგვისტო-სექტემბერში რეგიონებში, ყველა მაუწყებლის ტრანზიტი იქნება შესაძლებელი.