საქართველოს მასშტაბით ერთი კვირის განმავლობაში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ განუცხადა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე შენარჩუნდება.
,,საქართველოში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება. თუმცა მასიური წვიმები, ისე, რომ ყველგან გადაუღებლად იწვიმოს მოსალოდნელი არაა. როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე შენარჩუნდება", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სვეტა ნიორაძემ.