ყვარელში, ილიას ტბაზე ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მცხოვრები 19 წლის შიონ ნაბიევი დაიხრჩო. ახალგაზრდა ტბაზე საბანაოდ მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. წინასწარი ინფრომაციით, ნაბიევი ნასვამი იყო.
ცხედარი ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
„ადგილზე რომ მივედით მამაკაცი გარდაცვლილი დაგვხვდა. მას სხეულზე უკვე გვამური ლაქები აღენიშნებოდა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ექიმმა ნანა თედიოაშვილმა.