ანტონის სამარასმა - პარტია "ახალი დემოკრატიის" ლიდერმა, რომელმაც კვირას საბერძნეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვა, ფიცი დადო და ხელახლა ფორმირებულ მთავრობაში პრემიერ-მინისრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ტრადიციის მიხედვით, სამარასმა ფიცი ათენისა და სრულიად ელადის მართლმადიდებელი არქიეპისკოპოსის, იერონიმეს თანდასწრებით დადო, დაიფიცა, რომ დაიცავდა კონტიტუციას და ბერძენი ხალხის ინტერესებს.
მანამდე, მცირე ხნით ადრე, იმის შესახებ, რომ საბერძნეთის პარტიებმა კოალიციის ფორმირების საკითხში მოლაპარაკებები შეძლეს, განცხადება მემარცხენე ცენტრისტული პარტიის ლიდერმა ევანგელოს ვენიზელოსმა გააკეთა, სამარასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
წინა არჩევნები საბერძნეთში მაისში ჩატარდა, მათ ქვეყანა ჩიხში შეიყვანეს: ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ კოალიციის ჩამოყალიბება და მთავრობის შექმნა ვერ შეძლო.