ახალგორიდან დევნილი მოსახლეობა მთავრობისგან ფულად კომპენსაციას ითხოვს. ამ მოთხოვნით მათ დღეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან აქცია გამართეს.
დევნილების მტკიცებით, ერთი წელია ათასზე მეტი დევნილი კუთვნილი თანხის, 10 ათასი დოლარის მიღებას ელის, რომლითაც მათ საცხოვრებელი ბინები უნდა შეიძინონ.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დევნილები ოჯახებს ხელოვნურად ყოფენ, რათა მეტი კომპენსაცია მიიღონ. სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, დევნილებისთვის ფულადი დახმარების მიცემა სიების გადამოწმებისთანავე მოხდება.