საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ფუნქციონირებს "თაბაშირმუყაოს" სასწავლო ცენტრი. ცენტრში წარმოებს "თაბაშირმუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟის" სპეციალისტთა მომზადება და გადამზადება.
სწავლის ხანგრძლივობა: მომზადება - 4 თვე, გადამზადება - 2 თვე. მეცადინეობები წარმოებს როგორც დღის, ასევე საღამოს საათებში. გაიცემა სერტიფიკატი.
სასწავლო ცენტრის მისამართი: სტუ-ის მე-7 სასწავლო კორპუსი (მ. კოსტავას 71).
სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი - შ. ბაქანიძე (ტელ. 595-57-58-43; 2-57-58-43).