საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 8 კმ-ის დაშორებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ილიას უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე სუსტი იყო, ამიტომაც გამორიცხულია, რომ მას რაიმე სახის ნგრევა და ზიანი მოჰყოლოდა.
შეგახსენებთ, რომ 7 მაისს აზერბაიჯანის დაახლოებით ამავე ტერიტორიაზე მომხდარი საკმაოდ მძლავრი მიწისძვრის შედეგად აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონში სამი ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.