საქართველოს პრეზიდენტმა გვიან ღამით საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრი დაათვალიერა და ცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა.
112-ის მუშაობის პრინციპები პრეზიდენტს თბილისის მერმა და ცენტრის ხელმძღვანელმა გააცნეს.
მიხეილ სააკაშვილი ცენტრში სტუმრობისას თანამშრომლების სამუშაო პირობებითა და მოვალეობით დაინტერესდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში სტუმრობისას პრეზიდენტმა იმ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ, სასწრაფო, საგანგებო და საპატრულო სამსახურებში განხორციელდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძრვანელები აცხადებენ, სასწრაფო, საპატრულო და საგანგებო სამსახურებთან დაკავშირება მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ერთ ნომერზე 112-ზე დარეკვით შეეძლება.
ცენტრის ხელმძღვანელების განცხადებით, 112-ზე დარეკავა საქართველოში მოქმედი ყველა ოპერატორიდან მათ შორის სიმ ბარათის ორმხრივად გათიშვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება და იგი უფასო იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლადგახსნილ ცენტრში 300 ადამიანია დასაქმებული.