აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რესპუბლიკელმა მიტ რომნიმ რუსეთს კვლავ "გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე" უწოდა.
"რუსეთი ხელს უშლის გაეროში აშშ-ის ქმედებებს. მართალია ჩვენ არ ვართ მტრები და არ გვაქვს ომი ერთმანეთთან. ეს არ არის "ცივი ომი", მაგრამ რუსეთი არის ჩვენი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე", - განაცხადა რომნიმ რადიოკომპანია "ფოქს ნიუსთან".
მისი თქმით, რუსეთი აშშ-ის პოლიტიკის "საწინააღმდეგო კურსს ატარებს".
რომნის განცხადებით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირების ძირითადი პრინციპი უნდა იყოს ძალა.
"აშშ-ს უნდა ქონდეს ძლიერი ეკონომიკა და შეიარაღებული ძალები. ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელიც მოახდენს ხასიათის სიმტკიცის დემონსტრირებას, შეძლებს ურთიერთობების დალაგებას მოკავშირეებთან და არ გააკეთებს მათ მიმართ გამოხტომებს", - განაცხადა რომნიმ.