ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში მდინარე ჭალის ადიდების შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა დააზიანა. ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზის 30-ე კილომეტრზე, საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციოა სამუშაოები მიმდინარეობდა და მგზავრები ალტერნატიული გზით სარგებლობდნენ.
სტიქიამ სწორედ გზის ეს მონაკვეთი დააზიანა. მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად, რამდენიმე საათის განმავლობაში გადაადგილება შეზღუდული იყო.
ამ დროისთვის ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგენილია და გადაადგილება ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტისთვისაა დასაშვები.