FIVB-ს ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ინფორმაციით, საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ახვლედიანი ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ტექნიკურ დელეგატედ დაინიშნა.
"მოხარული ვარ, რომ ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ჩემზე შეაჩერა არჩევანი და მეტად საპასუხისმგებლო მისია დამაკისრა. ისევე, როგორც სპორცმენისათვის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა დიდი წარმატებაა, ასევე სპორტული ჩინოვნიკისათვის ამ დიდ ფორუმში მონაწილეობა კარიერაში მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
მისი თქმით, იგი პირველი ქართველია, რომელსაც საერთაშორისო ფედერაციამ ანდო ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე კონტროლი.
"ორმაგად გახარებული ვარ, რამეთუ ერთის მხრივ ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ და მეორეს მხრივ აქამდე ამ რანგში ქართველს არ უმუშავია სპორტის არცერთ ოლიმიურ სახეობაში", - განაცხადა საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ახვლედიანმა.