დღეს, 20 ივნისს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო, საორკესტრო და ვოკალური განყოფილების მოსწავლეები. დირიჟორი - გიორგი ჟორდანია.